არახელსაყრელ ბუნებრივ-ეკონომიკურ პირობებში მყოფი რეგიონებისა და მეურნეობებისადმი მხარდაჭერის მექანიზმები

ავტორები

  • ამალია შაყულაშვილი

საკვანძო სიტყვები:

Natural and economic conditions, production potential, sustainable development, safe development, depressive region

ანოტაცია

სასოფლო-სამეურნეო წარმოების თავისებურებათა შორის განსაკუთრებულია მისი დიდი დამოკიდებულება ბუნებრივ პირობებზე. მასზე მძლავრ ზემოქმედებას ახდენს გეოგრაფიული პირობები, რომელიც შესაძლოა ეკონომიკური მდგომარეობის განმსაზღვრელი გახდეს.

მეურნეობებს შორის წარმოდგენილ მახასიათებლებში განსხვავებულობა მძლავრ ზემოქმედებას ახდენს აგრარული პროდუქციის წარმოების მოცულობაზე, აგრომეწარმეთა შემოსავალზე. აქედან გამომდინარე, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აპრობირებულია სპეციალიზირებული მიზნობრივი პროგრამის საშუალებით, როგორც ბუნებრივად, ისე ეკონომიკურად არახელსაყრელ პირობებში მყოფი მეურნეობების მხარდაჭერა.

ბუნებრივ-ეკონომიკური თვალსაზრისითარახელსაყრელს მიეკუთვნება სუსტად განვითარებული რეგიონები, რომლებშიც დაბალია ნიადაგის ნაყოფიერება, პირუტყვის სიმჭიდროვე, მაღალია წარმოების ხარჯები. აგრეთვე მთიან და მთაგორიან რეგიონებში განთავსებული მეურნეობები. ასევე ისეთ რეგიონებში განთავსებული მეურნეობები სადაც სხვა რეგიონებთან შედარებით დაბალია სოფლის მოსახლეობის შემოსავლების დონე, ხოლო ქვეყნის ინტარესებიდან გამომდინარე მიზანშეუწონელია ამ რეგიონებიდან მოსახლეობის მიგრაცია.

პრობლემატური და აგრარული წარმოებისათვის არახელსაყრელი რეგიონების რიცხვს მიეკუთვნება მაღალმთიანი და დაბალპროდუქტიული მიწოდების მქონე რეგიონები.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-11-20