ტურიზმის როლი სამცხე-ჯავახეთის ეკონომიკური განვითარების ჭრილში

ავტორები

  • როინ თათეშვილი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი

საკვანძო სიტყვები:

ტურიზმი, ეკონომიკური ეფექტიანობა, დასაქმება, რეგიონული განვითარება

ანოტაცია

      სამცხე-ჯავახეთის რეგიონი საქართველოს სამხრეთ ნაწილში მდებარეობს და ქვეყნის ეკონომიკური სივრცის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. რეგიონი გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით, რომელიც მას სატრანზიტო და სავაჭრო კვანძად აქცევს, განსაკუთრებით თურქეთსა და სომხეთთან ეკონომიკური კავშირების ჭრილში. რეგიონის ეკონომიკის საყრდენი ტრადიციულად სოფლის მეურნეობაა: კარტოფილის, მარცვლეულის და მეცხოველეობის პროდუქტების წარმოება ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების მნიშვნელოვან კომპონენტს ქმნის.

        ბოლო წლების განმავლობაში ტურიზმი ეკონომიკური განვითარების წამყვან მიმართულებად იქცა. ბორჯომის კურორტი, ვარძიის კლდეში ნაკვეთი ქალაქი და სხვა კულტურულ-ბუნებრივი ძეგლები რეგიონს საერთაშორისო ტურისტული დესტინაციის სახეს სძენს. ტურიზმის ზრდა ხელს უწყობს დასაქმებას, მომსახურების სფეროს განვითარებას და მცირე ბიზნესის გაძლიერებას.

მიუხედავად ამ პროგრესისა, რეგიონს კვლავ აწყდება გამოწვევები, როგორიცაა მოსახლეობის მიგრაცია, უმუშევრობა, ინფრასტრუქტურის განუვითარებლობა და ეკონომიკის სეზონურობა. თუმცა, სამცხე-ჯავახეთს მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია აგრარული სექტორის მოდერნიზაციის, ეკოტურიზმისა და კულტურული ტურიზმის გაძლიერების, სატრანზიტო ფუნქციის გაფართოების და მცირე საწარმოების განვითარების თვალსაზრისით.

          შესაბამისად, რეგიონის ეკონომიკური პროფილი აჩვენებს, რომ სწორი საინვესტიციო პოლიტიკისა და განვითარების სტრატეგიის პირობებში სამცხე-ჯავახეთი შეიძლება იქცეს არა მხოლოდ ლოკალურ, არამედ ეროვნულ დონეზე ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვან მამოძრავებელ ძალად.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-06-05