ეკონომიკური სისტემების განვითარება ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში
საკვანძო სიტყვები:
ციფრული ტრანსფორმაცია, მოდერნიზაცია, ინტეგრაციაანოტაცია
ციფრული ეკონომიკა, რომელიც ეფუძნება განვითარების ახალ კონცეფციებს და იმართება ახალი ტექნოლოგიებით, იყენებს საინფორმაციო ქსელებსა და პლატფორმებს, აახლებს ფაქტორებსა და რესურსებს და მიზნად ისახავს მაღალი ხარისხის და მდგრად განვითარებას, როგორც თანამედროვე ეკონომიკური სისტემის მნიშვნელოვან საძირკველს. გაციფრულობა გავლენას ახდენს ეკონომიკაში წარმოებისა და საქმიანობის უმეტეს პროცესზე. ციფრული ეკონომიკის სწრაფი განვითარების პერიოდში მისი მნიშვნელობა ვლინდება ეკონომიკურ და სოციალურ სექტორებთან ღრმა ინტეგრაციაში, ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობაში და მუდმივად ახალი ტექნოლოგიების, მოდელებისა და სამრეწველო პროცესების დანერგვაში. ეს იწვევს საზოგადოების, ინდუსტრიისა და საწარმოების ტრანსფორმაციასა და მოდერნიზაციას, რაც ხელს უწყობს ინოვაციურ მოდელებზე დაფუძნებულ მდგრად ეკონომიკურ განვითარებას. მოცემული სტატია განიხილავს ციფრული ეკონომიკის მნიშვნელობას თანამედროვე ეკონომიკურ სისტემაში, რაც გამოიხატება წარმოების ეფექტიანობის ზრდაში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში და სხვადასხვა ინდუსტრიებში სინერგიული ეფექტის წარმოქმნაში.
ციფრული ეკონომიკა, რომელიც ეფუძნება ციფრულ ტექნოლოგიებს, ინტერნეტს და მათ მიერ შექმნილ ახალ ბიზნეს მოდელებს, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს თანამედროვე ეკონომიკური სისტემების განვითარებაზე. ციფრული ტრანსფორმაცია ცვლის ეკონომიკის ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს, რაც გავლენას ახდენს როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებზე.
ეს სტატია მიზნად ისახავს განიხილოს ციფრული ეკონომიკის გავლენა ეკონომიკური სისტემების განვითარებაზე, წარმოადგინოს როგორც გლობალური ტენდენციები, ისე საქართველოს გამოცდილება ამ მიმართულებით, და მოიცავს შესაბამის კვლევებს და მონაცემებს.