კოზმა იერუსლიმელის ძლისპირთა და ღვთისმშობლისათა ქართული თარგმანები X საუკუნის იადგარებში

ავტორები

საკვანძო სიტყვები:

ძლისპირი, ღვთისმშობლისა, კოზმა იერუსალიმელი, ჰიმნოგრაფია

ანოტაცია

კოზმა იერუსალიმელის ძლისპირთა თარგმანები გვხვდება მეათე
საუკუნის ქართულ ჰიმნოგრაფიულ კრებულ ,,იადგარში". ჰიმნოგრაფიის
და ლიტურგიკის მკვლევართა მოსაზრებების შეჯერების
საფუძველზე ნათლად ჩანს, რომ `~, `~,
`~ VII საუკუნემდე ეწოდებოდა საგალობლის ტექსტისა და
იმავდროულად მელოდიის შემქმნელს. VII საუკუნის შემდგომ კი
ჩნდება ტერმინი `~, რაც გულისხმობს მხოლოდ კანონის
ტექსტის შექმნას და მის მორგებას მელოდიაზე. იოანე დამასკელი
და კოზმა იერუსალიმელი ერთდროულად პოეტ-მუსიკოსები იყვნენ.
ეს ორი ფუნქცია, როგორც მკვლევარები მიიჩნევენ, შემდგომ საუკუნეებში
გაიყო. კანონის ტექსტებს წერდა ჰიმნოგრაფი და მელოდიას
მუსიკოსი. ბიზანტიურ სინამდვილეში არსებულ ამ მოვლენას,
როგორც ირკვევა, უნდა ასახავდეს ქართული საეკლესიო პოეზიის
ისტორია. კერძოდ, ის ფაქტი, რომ ძლისპირზე გამართული კანონების
მთარგმნელები, თავდაპირველად, X საუკუნის დასაწყისიდან,
როცა ახალი იადგარი ყალიბდებოდა, გაჩნდნენ პროფესიონალი
მთარგმნელ-მუსიკოსები, იგივე ,,მეხელები", როგორც მათ
ცოტა უფრო გვიან გიორგი მთაწმიდელი უწოდებს. მათ საგალობლებს
იგი მოიხსენიებს როგორც,,მეხურს" (,,მეხური ძლისპირი"
და ,,მეხური დასდებლები"). XI საუკუნიდან კი უკვე ათონელ
მოღვაწეთა წრეში ჰიმნოგრაფი-პოეტი და მელოდოსი ერთმანეთისაგან
გაიმიჯნა. ამ ფაქტზე მეტყველებს ანდრია კრიტელის ,,დიდი
კანონის" არსენ ბერისეულ თარგმანზე დართული მისივე ანდერძი.
ჰიმნოგრაფიული კანონის კომპოზიციის რიტმულ-მელოდიური მოდელი
არის ძლისპირი/ირმოსი. ბიზანტიური ჰიმნოგრაფიის თარგმნის
პირველ ეტაპზე ქართულად ჯერ ითარგმნა ძლისპირთა რეპერტუარი
და იადგარის დასაწყისში განთავსდა.
თარგმანის თავისებურებების გარკვევის მიზნით კოზმა იერუსალიმელის
ძლისპირების ქართული თარგმანების შედარებამ შესაბამის
ბერძნულ დედნებთან წარმოაჩინა სხვადასხვა შემთხვევა;
ზოგჯერ თარგმანი ტექსტობრივადაც და მეტრულადაც ახლოს
დგას ბერძნულ ორიგინალთან, ზოგჯერ კი მეტრულ სიზუსტეს
ეწირება ტექსტობრივი მხარე. გვხვდება ისეთი ნიმუშებიც, როცა დედნის ძლისპირი ქართულ თარგმანში შეცვლილია სხვა, მისი
მეტრულად ანალოგიური ირმოსის თარგმანით.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2019-06-20