ისევ ახალი მეთოდოლოგიისთვის ტოპონიმთა ლექსიკონის შედგენისას
საკვანძო სიტყვები:
ონომასტიკა, ტოპონიმიკა, ტოპოერთეული, ტოპონიმთა ლექსიკონი, ახალი მეთოდოლოგია, პირველმომპოვებელი, პირველგამომქვეყნებელი, პირველავტორი, საავტორო უფლება, ტოპოპლაგიატობაანოტაცია
სტატია ეხება ტოპონიმთა ლექსიკონის შედგენის ჩემ მიერ ჩამოყალიბებულ ახალ მეთოდოლოგიას, რომელიც იცავს ტოპონიმთა ლექსიკონში თითოეული ტოპონიმის პირველდამა-ფიქსირებლის პირველავტორობას. ტოპონიმთა ლექსიკონის შედგენის მეთოდოლოგიას 2-ჯერ შევეხეთ: 2018 წ. და 2021 წ. ამ სტატიით იძულებული ვართ კიდევ ერთხელ შევახსენოთ ტოპონიმთა ლექსიკონის შემდგენელთა მსურველებს ჩემ მიერ შემოთავაზებული მეთოდოლოგიის დაცვის აუცილებლობა, რამეთუ ამ ახალი გზის გაუთვალისწინებლობას მივყავართ წინაავტორთა, პირველავტორთა, ხელყოფამდე.
საგანგებოდ უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს საკითხი არასოდეს დასმულა, არავის განუხილავს არც სიტყვიერად და არც წერილობით, მეცნიერული ეტიკეტის სახე მას არ მიუღია. ამიტომ ათ კაცს რომ ლექსიკონის სახით გამოეცა ერთი და იმავე სოფლის ან რეგიონის ერთი და იგივე ტოპონიმები, ათივეს პირველავტორობის პრეტენზია ექნებოდა.
ასეც მოხდა.
ონომასტიკურ სივრცეში ტოპონიმთა ლექსიკონების შედგენისას პირველავტორობის უფლებას იმსახურებენ მეცნიერები, რომელთაც საგანგებოდ გამოცემული აქვთ ტოპონიმთა ლექსიკონები, რომელშიც პირველადაა შეტანილი ველზე ინფორმატორთაგან მოძიებული ან ამა თუ იმ წყაროში გაბნეული ტოპონიმები.
ახალი მეთოდოლოგიის მესამედ დაბეჭდვის აუცილებლობა გამოიწვია ორმა ფაქტორმა:
1) ეს საკითხი დაბეჭდილია ჩემს წიგნებში, სამეცნიერო ჟურნალში მისი გამოქვეყნებით კი შემოთავაზებული მეთოდოლოგია უფრო ხელმისაწვდომი გახდება ტოპონიმიკოსებისთვის,
2) რაც მთავარია, მიუხედავად ორჯერ გამოქვეყნებისა, კვლავ განმეორდა ტოპონიმთა პირველავტორის ხელყოფა, ანუ ჩემი მასალის გაუთვალისწინებლობა, რაზედაც ვსაუბრობთ დასაწყისში: „ნუ დააგდებ ძველსა გზასა“ ‒ ზოგჯერ არასწორია.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ლიცენზიის პირობები
ჟურნალი „გულანი“ არის ღია წვდომის გამოცემა. ყველა სტატია დაუყოვნებლივ და უფასოდ ხელმისაწვდომია.
1. საავტორო უფლებები:
-
ავტორები ინარჩუნებენ სრულ საავტორო უფლებებს (Copyright) საკუთარ ნაშრომზე.
-
ჟურნალი იღებს უფლებას, გამოაქვეყნოს სტატია პირველად ელექტრონულ ფორმატში.
2. ლიცენზირება:
-
ჟურნალში გამოქვეყნებული ყველა ნაშრომი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution 4.0 International License (CC BY 4.0)-ის მიხედვით.
-
ეს ლიცენზია საშუალებას აძლევს ნებისმიერ პირს, ჩამოტვირთოს, გაავრცელოს, გამოიყენოს და გადააკეთოს მასალა ნებისმიერი მიზნისთვის (მათ შორის კომერციულისთვის), იმ პირობით, რომ სწორად იქნება მითითებული ორიგინალი ნაშრომის წყარო.
3. CC BY 4.0 ლიცენზიის დეტალები:
-
ნაშრომის გამოყენების, კოპირების, გავრცელებისა და ადაპტირების ნებართვა გაცემულია იმ პირობით, რომ მოხდეს სათანადო მითითება, გათვალისწინებულ იქნეს ბმული ლიცენზიაზე და მითითებული იყოს, თუ რა ცვლილებები განხორციელდა.