მერი უოლსტონკრაფტი - პირველი ინგლისელი ფემინისტი მწერალი

ავტორები

  • დიანა მიქელაძე ფილოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საკვანძო სიტყვები:

ფემინისტი, ტაბუდადებული, ინტელექტუალური, ეგალიტარიზმი, ღვტაებრივი, მორჩილი, ემანსპირებული

ანოტაცია

ნაშრომის მიზანია წარმოადგინოს მეთვრამეტე საუკუნის
ინგლისური ქალური პროზის პირველი ინგლისელი ფემინისტი
მწერალი, ესეისტი და მოაზროვნე მერი უოლსტონკრაფტი, როგორც ერთ-ერთი პირველი მოაზროვნე ქალი, რომელმაც თავისი
შემოქმედებით, საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრში მოაქცია
ქალთა უფლებებისა და სქესთა თანასწორობის პრინციპები.
მიუხედავად უოლსტონკრაფტის შემოქმედების თემატური
მრავალფეროვნებისა, ნაშრომში ძირითადი ყურადღება გადატანილია ქალთა აღზრდისა და განათლების უოლსტონკრაფტისეულ
ხედვაზე, მის დასკვნებზე ქალთა განათლების უარყოფითი მხარეების შესახებ, ასევე წარმოჩენილია მისივე ხედვა ქალთა განათლების სწორი მიმართულებით განვითარების თეორიებზე.
მერი უოლსტონკრაფტის ცხოვრება და შემოქმედება საინტერესოა არა მარტო ისტორიული ან ლიტერატურული კუთხით, არამედ საინტერესოა, როგორც გასაღები მწერლის გახსნილი დამოკიდებულების წარმოსაჩენად მისი პერიოდის საზოგადოებაში ტაბუდადებული თემების მიმართ, რაც მეთვრამეტე საუკუნის ინგლისური კონსერვატიული საზოგადოებისათვის მიუღებელი იყო და რამაც გამოიწვია მწერლის სრული უარყოფა, მისი ნაწერებისადმი ინტერესის სრული დაკარგვა მეცხრამეტე საუკუნეში.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-12-31