მხატვრული ტექსტი, როგორც სოციალურ-ემოციური უნარების განვითარების საშუალება უცხოური ენის გაკვეთილზე: ქრისტა რაინიგის იგავის ანალიზის საფუძველზე

ავტორები

  • ლალი ბერიძე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი

საკვანძო სიტყვები:

რბილი უნარები, უცხოური ენის სწავლება, მხატვრული ტექსტი, ინტერპრეტაცია, კრიტიკული აზროვნება

ანოტაცია

     სტატია ეხება თანამედროვე სწავლა- სწავლებისადმი აქტუალური მიდგომის- ე.წ. „რბილი უნარების“ - ანუ სოციალურ-ემოციური კომპეტენციების ჩამოყალიბებაში უცხოური ენის საგნობრივი ცოდნის მნიშვნელობას და და კერძოდ, მხატვრული ტექსტის გამოყენების როლს. აკადემიურ და პროფესიულ სფეროში დასახელებულ საკითხს დიდი მნიშვნელობა ენიჭება და ამ მიზნით ინტეგრირებული და საგანთაშორისი აქტივობების უამრავი მაგალითია ცნობილი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა ეს საკითხი ციფრულ ეპოქაში, როცა ხელმისაწვდომი გახდა ლიტერატურული ნაწარმოებები, მოკლე პროზა, პოეზია. შესაძლებელი გახდა სასწავლო რესურსების მოძიებაც და ახლის შექმნაც, რაც მნიშვნელოვანია საბოლოო მიზნის - შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარების რთული გზის წარმატებით გავლისათვის. საკითხისადმი ინტერესი იმანაც გააძლიერა, რომ უცხოური ენის არსებულ  სახელმძღვანელოებში მხატვრული ტექსტები მცირე რაოდენობით ან საერთოდ არაა შეტანილი. 

  უცხოური ენის მასწავლებლისათვის  ორმხრივად საინტერესო გახლდათ ენის შემსწავლელთათვის სოციალურ-ემოციური ასპექტისადმი ყურადღების გამახვილების მიზნით მხატვრული ტექსტის ინტერპრეტაციის გამოყენება.  ნამდვილად არაა სადავო ის, რომ მხატვრული ლიტერატურა ყველაზე უკეთ ასახავს ადამიანურ ურთიერთობებს, ემოციურ მდგომარეობას, ღირებულებითი და სოციალური კონფლიქტების დინამიკას. ამდენად, უმაღლესი განათლების წინაშე მდგარი გამოწვევებისა და მისდამი წაყენებული მოთხოვნებიდან გამომდინარე,  სწორედაც რომ იდეალური საშუალებაა სოციალურ-ემოციური  კომპეტენციების განვითარებისათვისაც. ეს   კი სავსებით ემთხვევა თანამედროვე უმაღლესი სასწავლებლის მისიას, ჩამოაყალიბოს მოქალაქე და სავსებით შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმით და ენის სწავლების სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს  უცხოური ენის  სწავლა-სწავლების მიმართ.  

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-12-28