თამაშის როლი უცხოური ენის სწავლებაში აბსტრაქტი
საკვანძო სიტყვები:
ენობრივი თამაშები, უცხოური ენების სწავლება, კომუნიკაციური უნარები, ლინგვისტური თამაშები, თამაშების კლასიფიკაცია, საგანმანათლებლო თამაშები, ლექსიკის გამდიდრება, ჰადფილდის ტაქსონომიაანოტაცია
ნებისმიერი ენა მდიდარი და შესაბამისად ძლიერია, მაგრამ ის შეიძლება ძალიან სახალისოც იყოს. ფაქტობრივად, მხიარულების განცდა ენას კიდევ უფრო ძლიერს ხდის. ენა და თამაში ერთმანეთს ავსებენ და ამდიდრებენ. ამ ორის შერწყმის შედეგად წარმოიქმნება ენობრივი თამაშები. მათ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ უცხოური ენების სწავლებაში. როგორც ამას პოლ რუეიკერსი აღნიშნავს ენის თამაშები ბავშვებს საშუალებას აძლევს განავითარონ კომუნიკაციის უნარები, გაამდიდრონ ლექსიკონი, გაუმჯობესონ საუბრისა და თხრობის უნარები (Rooyackers 2002) .
ბლანკა კლიმოვა მიიჩნევს, რომ თამაში ბავშვებისთვის ბუნებრივი საშუალებაა მათ გარშემო არსებული სამყაროს შესაცნობად. ამიტომ, თამაში უნდა იყოს სწავლის განუყოფელი ნაწილი, მათ შორის უცხოური ენების შესწავლის (B. F. Klimova 2015).
თამაშების კატეგორიებად დაყოფა მრავალფეროვანია და საკმაოდ რთულიც, რადგან ისინი ერთმანეთს ხშირად ემთხვევიან. ჯორჯ ჯეკობსი უპირატესობას ანიჭებს თამაშების კატეგორიებად დაყოფის ჰადფილდისეულ ვერსიას. ის
განმარტავს ენის თამაშების კლასიფიკაციის ორ გზას. პირველ რიგში, ის ყოფს ენის თამაშებს ორ ტიპად: ლინგვისტურ თამაშებად და კომუნიკაციურ თამაშებად. ლინგვისტური თამაშები აქცენტს აკეთებს სიზუსტეზე, მაგალითად, სწორი ანტონიმის მოწოდებაზე. მეორეს მხრივ, კომუნიკაციური თამაშები ორიენტირებულია ინფორმაციისა და იდეების წარმატებულ გაცვლაზე — მაგალითად, ორი ადამიანი ცდილობს იპოვოს განსხვავებები ორ მსგავს, მაგრამ არა იდენტურ სურათს შორის.ჰადფილდის მიერ ენობრივი თამაშების კლასიფიკაციის მეორე ტაქსონომია ბევრად უფრო მრავალფეროვან კატეგორიებს მოიცავს. ისევე როგორც თამაშების ლინგვისტურ და კომუნიკაციურ კატეგორიებად დაყოფის შემთხვევაში, ზოგიერთი თამაში შესაძლოა შეიცავდეს ერთზე მეტი ტიპის ელემენტებს (Jacobs 2019).
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2025 გულნარა ჯანოვა, მაკა მურვანიძე (Author)

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .
ლიცენზიის პირობები
ჟურნალი „გულანი“ არის ღია წვდომის გამოცემა. ყველა სტატია დაუყოვნებლივ და უფასოდ ხელმისაწვდომია.
1. საავტორო უფლებები:
-
ავტორები ინარჩუნებენ სრულ საავტორო უფლებებს (Copyright) საკუთარ ნაშრომზე.
-
ჟურნალი იღებს უფლებას, გამოაქვეყნოს სტატია პირველად ელექტრონულ ფორმატში.
2. ლიცენზირება:
-
ჟურნალში გამოქვეყნებული ყველა ნაშრომი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution 4.0 International License (CC BY 4.0)-ის მიხედვით.
-
ეს ლიცენზია საშუალებას აძლევს ნებისმიერ პირს, ჩამოტვირთოს, გაავრცელოს, გამოიყენოს და გადააკეთოს მასალა ნებისმიერი მიზნისთვის (მათ შორის კომერციულისთვის), იმ პირობით, რომ სწორად იქნება მითითებული ორიგინალი ნაშრომის წყარო.
3. CC BY 4.0 ლიცენზიის დეტალები:
-
ნაშრომის გამოყენების, კოპირების, გავრცელებისა და ადაპტირების ნებართვა გაცემულია იმ პირობით, რომ მოხდეს სათანადო მითითება, გათვალისწინებულ იქნეს ბმული ლიცენზიაზე და მითითებული იყოს, თუ რა ცვლილებები განხორციელდა.