ფსიქოლოგიზმი აკ. გაწერელიას რომან– ეტიუდში ,,ფაიდას გამოცხადება"

ავტორები

  • მაყვალა დავითაძე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი

საკვანძო სიტყვები:

ქართული ლიტერატურა, ფსიქოლოგიზმი ლიტერატურაში, აკ, გაწერელია, ,,ფაიდას გამოცხადება,,, ნეტარი ავგუსტინე

ანოტაცია

აკ. გაწერელია მე–20 საუკუნის გამოჩენილი მეცნიერი, კვლევარი, ესეისტი და მწერალია. მისი შემოქმედება აგრძელებს იმ ღრმა ფსიქოლოგიზმს ლიტერატურაში, რომელსაც საფუძველი ჯერ კიდევ მე–5 საუკუნიდან ვხედავთ ლიტერატურაში. გმირის შინაგანი ბუნების გამოხატვის ფსიქოლოგიური ასპექტები შესანიშნავადაა ნაჩვენები  კლასიკური ხანის ბრწყინვალე შედევრში–  ,,ვეფხისტყაოსანში ,,

          ფსიქოლოგიზმის  გამორჩეულ წარმომადგენლად თვლიან გრიგოლ რჩეულიშვილს, როგორც ფსიქოლოგიური პროზის მცირე ფორმის ოსტატს. რომლის შემოქმედებაშიც მართლაც კარგადაა გამოხატული  ნაწარმოების გმირის ფსიქოლოგიური სახე, ქცემის მოტივაცია და ბუნება.   ფსიქოლოგიზმი განსაკუთრებით განვითარდა მეცხრამეტე საუკუნეში. მეოცე საუკუნეში გაგრძელდა ეს ტრადიცია  გრიგოლ რობაქიძის, მიხეილ ჯავახიშვილის, გურამ დოჩანაშვილის, ჭაბუა ამირეჯიბის შემოქმედებაში.  ამ მხრივ გამორჩეულია   აკაკი გაწერელია სახელი და მისი შემოქმედება.
 ავტორს   ფსიქოლოგიზმის მხატვრული მეთოდის გამოყენებთ  აქვს   არაერთი ნაწარმოები. სწორედ ღრმა ფსიქოლოგიზმით ხსნის ავტორი თავის გმირთა  სახეებსა და ბუნებას. 

ასეთ ნაწარმოებთა რიცხვს მიეკუთვნება  ,,ფაიდას გამოცხადება" რომელიც ავტორმა უძღნა  თავის დიდ მასწავლებელს, ელინისტ გრიგოლ წერეთელს. ხოლო თავად ნაწარმოები წარმოადგენს ნეტარი ავგუსტინეს სახის გახსნის, მისი ფსიქოლოგიური პორტრეტის ხატვის მაგალითს. ნეტარი ავგუსტინე წარმოჩელია როგორც ღრმა თვითანალიზის გმირი, რომლის მთავარი მიზანი არის ღმერთის პოვნა, საეუარ ცოდვებთან გამკლავება . ეს ყველაფერი ნაჩვენებია ფილოსოფიისა და თეოლოგიის სინთეზის ფონზე. გმირის სიცოცხლის ბოლო ჟამს.
აკ. გაწერელიამ, როგორც მწერალმა გააგრძელა  დიდი ლიტერატურული ტრადიციები და დიდი როლი ითამაშა  ლიტერატურაში ფსიქოლოგიზმის  განვითარების თვალსაზრისით

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-12-28