ლექსიკური სემანტიკის სწავლება სკოლაში და ასაკობრივი თავისებურებები
საკვანძო სიტყვები:
მეტყველების განვითარება, ლექსიკური სემანტიკა, ლექსიკური კავშირები, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, ასაკობრივი თავისებურებებიანოტაცია
თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანად რჩება ენობრივი კომპეტენციის გაძლიერება. ამ კომპეტენციის საფუძველს სწორედ სიტყვასთან გამართული, გააზრებული და მრავალგანზომილებიანი მუშაობა წარმოადგენს. მეტყველების განვითარება არ შეიძლება განვიხილოთ მხოლოდ გრამატიკული წესების, ან სიტყვათა მარაგის აკუმულაციის ჭრილში – აუცილებელია სემანტიკური დიფერენცირების, ლექსიკური კავშირების და მნიშვნელობის ველის გააზრებული სწავლება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში.
ლექსიკური სემანტიკის სწავლება გულისხმობს, როგორია ენაში სიტყვების მნიშვნელობა; როგორ იცვლება ეს მნიშვნელობა კონტექსტის მიხედვით და როგორ ურთიერთქმედებენ სიტყვები ერთმანეთთან აზრის გადმოსაცემად.
სტატიაში გაანალიზებულია ლექსიკური სემანტიკის სწავლების ხერხები; ასევე, როგორ უნდა ვასწავლოთ სიტყვის სემანტიკა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში, როგორ გავითვალისწინოთ ასაკობრივი თავისებურებები, როგორ ჩამოვაყალიბოთ ლექსიკური ველი და როგორ დავეხმაროთ მოსწავლეს ენის სისტემურობის გააზრებაში.
სიტყვის სემანტიკის სწავლება ეხმარება მოსწავლეს ღრმად გაიაზროს ენა, სწორად გამოიყენოს სიტყვები და გაითავისოს მათი მრავალმნიშვნელოვნება თუ ემოციური შეფერილობა, რაც კომუნიკაციას ხდის უფრო მდიდარსა და ეფექტურს.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2025 მაია ქუქჩიშვილი (Author)

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .
ლიცენზიის პირობები
ჟურნალი „გულანი“ არის ღია წვდომის გამოცემა. ყველა სტატია დაუყოვნებლივ და უფასოდ ხელმისაწვდომია.
1. საავტორო უფლებები:
-
ავტორები ინარჩუნებენ სრულ საავტორო უფლებებს (Copyright) საკუთარ ნაშრომზე.
-
ჟურნალი იღებს უფლებას, გამოაქვეყნოს სტატია პირველად ელექტრონულ ფორმატში.
2. ლიცენზირება:
-
ჟურნალში გამოქვეყნებული ყველა ნაშრომი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution 4.0 International License (CC BY 4.0)-ის მიხედვით.
-
ეს ლიცენზია საშუალებას აძლევს ნებისმიერ პირს, ჩამოტვირთოს, გაავრცელოს, გამოიყენოს და გადააკეთოს მასალა ნებისმიერი მიზნისთვის (მათ შორის კომერციულისთვის), იმ პირობით, რომ სწორად იქნება მითითებული ორიგინალი ნაშრომის წყარო.
3. CC BY 4.0 ლიცენზიის დეტალები:
-
ნაშრომის გამოყენების, კოპირების, გავრცელებისა და ადაპტირების ნებართვა გაცემულია იმ პირობით, რომ მოხდეს სათანადო მითითება, გათვალისწინებულ იქნეს ბმული ლიცენზიაზე და მითითებული იყოს, თუ რა ცვლილებები განხორციელდა.