ყანჩავეთის გეთსამანიის ღვთისმშობლის ეკლესია და მისი საგანძური
საკვანძო სიტყვები:
ყანჩავეთი, კაბენი, ჟამნგულანი, სვინაქსარი, ეკვდარი, რატიშვილთა სამფლობელო, ეკლესიის მამულები, ეროვნული საგანძურიანოტაცია
ქსნის ხეობა, დღევანდელი ადმინისტრაციული დაყოფით, სამი მუნიციპალიტეტის სოფლებს მოიცავს; ყელის ტბის სათავეებიდან ოძისამდე - ახალგორის მუნიციპალიტეტს მიეკუთვნება, ოძისი - დუშეთის მუნიციპალიტეტს, ხოლო ოძისის სამხრეთით მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებია.
ამ უძველეს, ისტორიულ ხეობაში საუკუნეების მანძილზე ორი მძლავრი სათავადო არსებობდა, ქსნის საერისთავო და სამუხრანბატონო, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში.
ქსნის ხეობა ოდითგანვე გამორჩეული იყო უნიკალური ხუროთმოძღვრული ძეგლებით, რომელთაგან რამდენიმე მსოფლიო მნიშვნელობისაა, მათ შორის აღსანიშნავია 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ოკუპირებულ ახალგორის მუნიციპალიტეტში მდებარე ყანჩავეთის გეთსამანიის ღვთისმშობლის ეკლესია, რომელიც კაბენის სახელწოდებითაც იყო ცნობილი, სადაც ჩვენი ეროვნული საგანძური ინახებოდა ხელნაწერი წიგნებისა და ტაძრისთვის შეწირული სხვა ძვირფასი ნივთების სახით.
ნაშრომში მოძიებული და გაანალიზებულია ყანჩავეთის კაბენის შესახებ არსებული ისტორიული წყაროები, საგაზეთო პუბლიკაციები, ფოლკლორული ხასიათის ჩანაწერები, სადაც თვითმხილველთა მიერაა აღწერილი ღვთისმშობლის ეკლესიის იერ-სახე, წარსული და იქ ნანახი ჩვენი ქვეყნის ფასდაუდებელი განძი, რომლის ერთი ნაწილიც, დღეს, სამწუხაროდ, დაკარგულია.
განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ქართული წყაროთმცოდნეობის უმნიშვნელოვანეს ძეგლს „ყანჩაეთის ჟამნგულანს“, რომელიც კაბენის ღვთისმშობლის გეთსამანიის მონასტრისთვის ქართლის მთავარეპისკოპოსს ევდემონს შეუწირავს.
კაბენის უნიკალური საგანძურიდან ასევე აღსანიშნავია პეტერბურგის საჯარო ბიბლიოთეკის ხელნაწერთა განყოფილებაში დაცული XIII-XIV საუკუნეების სვინაქსარი (წმინდანთა ცხოვრების მოკლე აღწერილობა), რომელიც რუსეთში მიხეილ საბინინს წაუღია.
ყანჩავეთის მონასტრის ხელნაწერი ნივთები და შემოწირულობები ვრცლადა აქვს აღწერილი ექვთიმე თაყაიშვილს, რასაც ჩვენს ნაშრომში სათანადო ადგილი ეთმობა. სტატიაში ასევე საუბარია კაბენის ქონებასა და მამულებზე, ყანჩავეთში არსებულ სხვა საფორტიფიკაციო ნაგებობებსა და მამა ბასილის ეკვდარზე.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2025 დავით ახლოური (Author)

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .
ლიცენზიის პირობები
ჟურნალი „გულანი“ არის ღია წვდომის გამოცემა. ყველა სტატია დაუყოვნებლივ და უფასოდ ხელმისაწვდომია.
1. საავტორო უფლებები:
-
ავტორები ინარჩუნებენ სრულ საავტორო უფლებებს (Copyright) საკუთარ ნაშრომზე.
-
ჟურნალი იღებს უფლებას, გამოაქვეყნოს სტატია პირველად ელექტრონულ ფორმატში.
2. ლიცენზირება:
-
ჟურნალში გამოქვეყნებული ყველა ნაშრომი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution 4.0 International License (CC BY 4.0)-ის მიხედვით.
-
ეს ლიცენზია საშუალებას აძლევს ნებისმიერ პირს, ჩამოტვირთოს, გაავრცელოს, გამოიყენოს და გადააკეთოს მასალა ნებისმიერი მიზნისთვის (მათ შორის კომერციულისთვის), იმ პირობით, რომ სწორად იქნება მითითებული ორიგინალი ნაშრომის წყარო.
3. CC BY 4.0 ლიცენზიის დეტალები:
-
ნაშრომის გამოყენების, კოპირების, გავრცელებისა და ადაპტირების ნებართვა გაცემულია იმ პირობით, რომ მოხდეს სათანადო მითითება, გათვალისწინებულ იქნეს ბმული ლიცენზიაზე და მითითებული იყოს, თუ რა ცვლილებები განხორციელდა.