ეკოლოგიური დისტოპია და გლობალური პასუხისმგებლობა მარგარეტ ეტვუდის პროზაში
საკვანძო სიტყვები:
გარემოსდაცვითი, სამეცნიერო პროგრესი, ბიოტექნიკური, ეკო-რელიგიური, ალტერნატიული, კლიმატური ცვლილებები, კრეიკებიანოტაცია
მარგარეტ ეტვუდის შემოქმედება წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან და შთამბეჭდავ მაგალითს იმისა, თუ როგორ შეიძლება ლიტერატურამ გააღვივოს საზოგადოებრივი თვითშეცნობადობა და გააძლიეროს დისკურსი გარემოსდაცვით და ეთიკურ საკითხებზე. ეტვუდის დისტოპიური რომანები, როგორიცაა: „ორიქსი და კრეიკი“, (Oryx and Crake, 2003) და „წარღვნის წელი“ (The Year of the Flood, 2009) არა მხოლოდ აფრთხილებენ კაცობრიობას მოსალოდნელი ეკოლოგიური კატასტროფების შესახებ, არამედ აჩვენებენ, როგორ შეიძლება სიხარბემ და ტექნოლოგიურმა ზეწოლამ დააზიანოს ბუნება, საზოგადოება და ადამიანის თვითმყოფადობა.
ეტვუდის შემოქმედება მდიდარია რთული და მრავალგანზომილებიანი სიუჟეტებით, სადაც ერთმანეთს ერწყმის ფანტასტიკა, რეალობა, სამეცნიერო პროგრესი და მორალური საკითხები. მარგარეტ ეტვუდის რომანები: „ორიქსი და კრეიკი“ და „წარღვნის წელიწადი“ წარმოადგენს ძლიერ ლიტერატურულ გამოხმაურებას თანამედროვე სამყაროში არსებულ ეკოლოგიურ და ეთიკურ პრობლემებზე. ეტვუდის ნამუშევრები ეკოკრიტიკული და ფემინისტური პერსპექტივიდან გვაჩვენებს ადამიანის გაუცნობიერებელ ჩარევას ბუნებრივ კანონზომიერებებში და ამ ჩარევის არასახარბიელო შედეგებს.
ნაშრომში გადმოცემულია ავტორის ხედვა კლიმატის ცვლილების, გენეტიკური ინჟინერიისა და კაპიტალისტური ღირებულებების გამანადგურებელი ეფექტების შესახებ, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მდგრადობისა და ეთიკური პრინციპების დაცვის აუცილებლობის წარმოჩენას, რაც ნაწარმოებში ნაჩვენებია ქალი პერსონაჟებისა და რელიგიური ბუნების მქონე გაერთიანებების საშუალებით. სწორედ ისინი ასრულებენ მორალური ორიენტირების მქონე ძალების ფუნქციას, რომლებიც უპირისპირდებიან დისტოპიურ რეალობაში გამეფებულ სამეცნიერო ცინიზმსა და კაპიტალისტურ ინსტრუმენტალიზმს. რომანში „ორიქსი და კრეიკი“ მწერალი პერსონაჟების მეშვეობით მკაფიოდ გამოხატავს პოზიციას, რომ ტექნოლოგიური განვითარება არ უნდა განხორციელდეს ეთიკური სტანდარტების უგულებელყოფით – პირიქით, სწორედ ჰუმანური ღირებულებები უნდა წარმოადგენდეს პროგრესის მორალურ საზღვრებს.
ნაწარმოებში მწერალი აღწერს სამყაროს, რომელიც განადგურებულია ბიოტექნოლოგიური ექსპერიმენტებისა და გარემოს იგნორირების შედეგად. აქ გენეტიკურად მოდიფიცირებული ადამიანების – "კრეიკების" – შექმნა დაფუძნებულია სამეცნიერო ამბიციაზე, რომელიც იწვევს ადამიანური ეთიკის დაკარგვას. ამ გზით ეტვუდი მკითხველს მოუწოდებს დაფიქრდეს, თუ სად გადის ზღვარი პროგრესსა და პასუხისმგებლობას შორის.
ნაწარმოებში- „წარღვნის წელი“, მწერალი ახერხებს ეკო-რელიგიური ჯგუფის, ე.წ. „ღმერთის მებაღეების“ საშუალებით სამყაროს გადარჩენას, რაც ეკოლოგიური ცნობიერებისა და სულიერების შერწყმაში გამოიხატება. ეტვუდის მიხედვით, ჰარმონია ბუნებასთან და საზოგადოებრივი თანაარსებობა გადამწყვეტ როლს ასრულებს გადარჩენისთვის. ეს ხედვა მკაფიოდ ეწინააღმდეგება თანამედროვე ინდუსტრიულ და მტაცებლურ ეკონომიკურ მოდელს, რომელიც ეფუძნება რესურსების განუსაზღვრელ მოხმარებასა და ბუნების ექსპლუატაციას. “Nature is to zoos as God is to churches.” (Atwood 2003, 206)
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეტვუდი არ შემოიფარგლება მხოლოდ სამეცნიერო და ეკოლოგიური თემებით, მისი რომანები გენდერულ უთანასწორობაზე, ძალადობასა და ქალთა გამძლეობაზე რეალურ გარემოშია გადმოცემული. ნაწარმოების პერსონაჟები- ტობი და რენი, წარმოადგენენ ქალთა სიმტკიცის, მათი შეუდრეკელი ბუნების სიმბოლოებს, რომლებიც რთულ სოციალურ პირობებში ახერხებენ გადარჩენასა და ღირსების შენარჩუნებას.
მარგარეტ ეტვუდის შემოქმედება მაჩვენებელია იმისა, რომ ლიტერატურა არა მხოლოდ რეალობის ამსახველია, არამედ მისი გარდამქმნელიც. მისი დისტოპიური ნარატივი გვაიძულებს დავფიქრდეთ საკუთარ მოქმედებებსა და მათ გრძელვადიან შედეგებზე, კლიმატურ ცვლილებებზე, ტექნოლოგიურ ზღვარსა და სოციალური სამართლიანობის საჭიროებაზე. იგი აკავშირებს მეცნიერებას, ეთიკას, სოციოლოგიასა და ფილოსოფიას ერთიან ლიტერატურულ სივრცეში, რაც გლობალურ დიალოგში ჩართვის საფუძველია.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2025 დიანა მიქელაძე (Author)

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .
ლიცენზიის პირობები
ჟურნალი „გულანი“ არის ღია წვდომის გამოცემა. ყველა სტატია დაუყოვნებლივ და უფასოდ ხელმისაწვდომია.
1. საავტორო უფლებები:
-
ავტორები ინარჩუნებენ სრულ საავტორო უფლებებს (Copyright) საკუთარ ნაშრომზე.
-
ჟურნალი იღებს უფლებას, გამოაქვეყნოს სტატია პირველად ელექტრონულ ფორმატში.
2. ლიცენზირება:
-
ჟურნალში გამოქვეყნებული ყველა ნაშრომი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution 4.0 International License (CC BY 4.0)-ის მიხედვით.
-
ეს ლიცენზია საშუალებას აძლევს ნებისმიერ პირს, ჩამოტვირთოს, გაავრცელოს, გამოიყენოს და გადააკეთოს მასალა ნებისმიერი მიზნისთვის (მათ შორის კომერციულისთვის), იმ პირობით, რომ სწორად იქნება მითითებული ორიგინალი ნაშრომის წყარო.
3. CC BY 4.0 ლიცენზიის დეტალები:
-
ნაშრომის გამოყენების, კოპირების, გავრცელებისა და ადაპტირების ნებართვა გაცემულია იმ პირობით, რომ მოხდეს სათანადო მითითება, გათვალისწინებულ იქნეს ბმული ლიცენზიაზე და მითითებული იყოს, თუ რა ცვლილებები განხორციელდა.