მგლის სახე ჯეკ ლონდონის რომანში ,,ზღვის მგელი“ ქართული კონტექსტით

ავტორები

  • ვახტანგ ინაური სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საკვანძო სიტყვები:

მგელი, ლარსენი, ვან ვეიდენი, ოკეანე, გემი ,,აჩრდილი“, საფუარი

ანოტაცია

          ჯეკ ლონდონის რომანში ,,ზღვის მგელი’’ ასახული მგლის მეტაფოორულად გააზრებული მხატვრული მგელი ლარსენი საყურადღებოა თავისი მკაცრი მატერიალისტური შეხედულებებით, შინაგანი სამყაროთი, გარეგნული აღნაგობით, ძლიერი ფიზიკური და გონებრივი უნარით.

       მოქმედებაში, მსჯელობასა და დიალოგებში გამოვლენილი განსაკუთრებული სისასტიკე, მომთხოვნელობა, ლიდერობის ჟინი, დაუნდობლობა ქმნის მგლი ზეკაცის ასოციაციას. მასში, მგლის ბუნება და ხასიათები სახიერდება მისი ქცევით, ეკიპაჟის წევრებთან ურთიერთობით, მათზე ძალისმიერი მოქმედებით და სხვა ქმედებით.

     ქართულ მწერლობაში ასახული მგელკაცა ძირითადად ყაჩაღი, მძარცველი და მკვლელია. აქაც მთავარი გმირი გერმან ბაზილი ფიზიკურად ძლიერი, უნარიანი, ინტელექტუალური და ამტანი პიროვნებაა.

      ასეთ სახეს ქმნის ალექსანდრე იაშალიაშვილი თავის რომანში ,,მგლის ბილიკი’’, რომელიც შეიძლება შევადაროთ ვულფი  ლარსენს და განვასხვაოთ კიდეც.

       სხვადასხვა  დრო და სივრცე განაპირობებს მათ ფსიქოლოგიურ და სოციალურ სხვაობას. რაც განასხვავებს ჯ.ლონდონისა და ალ. იაშალიაშვილის სამწერლო მეთოდს და ისინი თავიანთი ინდივიდუალური ფორმითა და შინაარსით გვიხატავენ მხატვრულ ტიპებს.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-12-28