ონტოლოგიური კონცეპტუალური მეტაფორის თარგმანი „ვეფხისტყაოსნის“ მაგალითზე - კორპუსზე დაფუძნებული კვლევა
საკვანძო სიტყვები:
„ვეფხისტყაოსანი“, კოგნიტურ ლინგვისტიკა, კორპუს ლინგვსიტიკა, კოგნიტურ თარგმანმცოდნეობა, კონცეპტუალური მეტაფორა, ხატსქემაანოტაცია
წინამდებარე კვლევაში შესწავლილია კონცეპტ „ცრემლით“ ნაწარმოები ემოციის ონტოლოგიური კონცეპტუალური მეტაფორები „ვეფხისტყაოსანში“ და თარგმანის კორპუსლინგვისტიკური ანალიზი. ემპირიული მასალა ეფუძნება შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანს“ და ოლივერ და მარჯორი უორდროპების და ლინ კოფინის თარგმანებს. კვლევის თეორიულ საფუძველს წარმოადგენს კოგნიტური ლინგვისტიკა და კონცეპტუალური მეტაფორის თეორია (ჯ. ლაკოფი, მ. ჯონსონი, 1980). ძირითადი ყურადღება ექცევა „ჭურჭლის“ ხატსქემით პროეცირებულ კონცეპტუალურ მეტაფორებს, რომელთა საბაზისო კონცეპტუალური მეტაფორებია „ადამიანის სხეული ემოციის ჭურჭელია“ და „ემოციები თხევად ნივთიერებად გარდაიქმნება“. კვლევისთვის გამოყენებულია კორპუსლინგვისტიკური მეთოდოლოგია, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კორპუსის ანალიზატორი და AntConc-ის კორპუსის ანალიზატორი, რომლის მიხედვითაც, დედანში 118 კონცეპტუალური მეტაფორა ფიქსირდება, უორდროპის თარგმანში 104, ხოლო ლ. კოფინის თარგმანში 88. კვლევა ინტერდისციპლინურია და აერთიანებს კოგნიტურ ლინგვისტიკას, კორპუს ლინგვსიტიკას, კოგნიტურ თარგმანმცოდნეობას.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2025 თამთა ნაგერვაძე (Author)

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .
ლიცენზიის პირობები
ჟურნალი „გულანი“ არის ღია წვდომის გამოცემა. ყველა სტატია დაუყოვნებლივ და უფასოდ ხელმისაწვდომია.
1. საავტორო უფლებები:
-
ავტორები ინარჩუნებენ სრულ საავტორო უფლებებს (Copyright) საკუთარ ნაშრომზე.
-
ჟურნალი იღებს უფლებას, გამოაქვეყნოს სტატია პირველად ელექტრონულ ფორმატში.
2. ლიცენზირება:
-
ჟურნალში გამოქვეყნებული ყველა ნაშრომი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution 4.0 International License (CC BY 4.0)-ის მიხედვით.
-
ეს ლიცენზია საშუალებას აძლევს ნებისმიერ პირს, ჩამოტვირთოს, გაავრცელოს, გამოიყენოს და გადააკეთოს მასალა ნებისმიერი მიზნისთვის (მათ შორის კომერციულისთვის), იმ პირობით, რომ სწორად იქნება მითითებული ორიგინალი ნაშრომის წყარო.
3. CC BY 4.0 ლიცენზიის დეტალები:
-
ნაშრომის გამოყენების, კოპირების, გავრცელებისა და ადაპტირების ნებართვა გაცემულია იმ პირობით, რომ მოხდეს სათანადო მითითება, გათვალისწინებულ იქნეს ბმული ლიცენზიაზე და მითითებული იყოს, თუ რა ცვლილებები განხორციელდა.