ცნობები კამალდულთა ორდენის შესახებ
[საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ხელნაწერების მიხედვით]
საკვანძო სიტყვები:
კამალდულთა ორდენი, ხელნაწერი, სამონასტრო აქტები, მისიონერული მოძრაობაანოტაცია
საქართველოს სიძველეთსაცავებში დაცული ისტორიული და ლიტერატურული წყაროები საინტერესო ცნობებს შეიცავს როგორც საქართველოსთვის, ისე მის ისტორიასა და კულტურასთან დაკავშირებული ქვეყნებისთვისაც. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრის ფონდში “Varia” ინახება არაქართულენოვანი ნუსხები, მათ შორის, ლათინური ხელნაწერები, რომელთაგან ოთხი - Var-20, 21, 26, 46-2 უკავშირდება კამალდულთა კათოლიკურ სამონასტრო ორდენს.
კამალდულთა საძმო დაფუძნდა 1012/1025 წლებში, იტალიის ქ.არეცოსთან დაბა კამალდოლში, რავენის წმ. აპოლინარის მონასტრის წინამძღვრის, წმ.რომუალდის მიერ (951-1027 წწ.). ვინაიდან თავის მონასტერში სასურველ ასკეტურ სიმკაცრეს ვერ მიაღწია, წმ. რომუალდმა დააარსა კამალდულთა სავანე, სადაც შემოიღო მკაცრი მარხვა, მდუმარება, ძაძის ტარება, მღვიძარება და სხვ. საძმო მონაწილეობდა საეკლესიო კრებებზე, მათ შორის, ცნობილ ბაზელისა და ფერარა-ფლორენციის კრებებზეც.
საქართველოში ლათინურენოვან ხელნაწერთა სიმრავლე უკავშირდება მისიონერთა მოღვაწეობას. კოსტანტინოპოლის დაცემის (1453 წ.) შემდეგ, დასავლეთიდან გახშირდა მისიონერული მოძრაობები საქართველოში, მომრავლდა კათოლიკე მრევლი, აიგო კათოლიკური ეკლესიები. ვინაიდან კათოლიკე მისიონერთა საღვთისმსახურო და სასაუბრო ენა ლათინური იყო, საქართველოში აღმოჩნდა საბუთები და ნაშრომები ლათინურ ენაზე. რამდენიმე ნუსხა (XVI-XVIII სს.), რომელთა შესახებ საუბარია სტატიაში, შეიცავს ისტორიული ხასიათის ჩანაწერებს. კერძოდ, საფრანგეთის [პარიზის], პოლონეთისა და ლიეტუვის კამალდულთა მონასტრებთან დაკავშირებულ საბუთებს: 1717-1754 წლების სამონასტრო აქტებს, წინამძღვრებისა და საძმოს წევრთა ჩამონათვალს (Var-20), “სამონასტრო კაპიტულუმის აქტებს“, წესებს საძმოში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მყოფ პირთათვის და მათ ჩამონათვალს (Var-46-2), ასკეტიკურ-საღვთისმეტყველო ტექსტებს ახალმოქცეულთათვის, შედგენილს კამალდულელი გილიელმუს განდეგილის მიერ (Var-26), იოანე ოქროპირის ქადაგებებს: “Quod nemo potest ledi nisi a seipso“ და “De compunctione cordis“ (Var- 21), რომლის მთარგმნელიცაა ამბროსიუს ტრავერსარიუსი (1386-1439), კამალდულთა გენერალი, პაპ ევგენი IV-ის ლეგატი ფერარა-ფლორენციის კრებაზე.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2025 ნინო მეგენეიშვილი (Author)

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .
ლიცენზიის პირობები
ჟურნალი „გულანი“ არის ღია წვდომის გამოცემა. ყველა სტატია დაუყოვნებლივ და უფასოდ ხელმისაწვდომია.
1. საავტორო უფლებები:
-
ავტორები ინარჩუნებენ სრულ საავტორო უფლებებს (Copyright) საკუთარ ნაშრომზე.
-
ჟურნალი იღებს უფლებას, გამოაქვეყნოს სტატია პირველად ელექტრონულ ფორმატში.
2. ლიცენზირება:
-
ჟურნალში გამოქვეყნებული ყველა ნაშრომი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution 4.0 International License (CC BY 4.0)-ის მიხედვით.
-
ეს ლიცენზია საშუალებას აძლევს ნებისმიერ პირს, ჩამოტვირთოს, გაავრცელოს, გამოიყენოს და გადააკეთოს მასალა ნებისმიერი მიზნისთვის (მათ შორის კომერციულისთვის), იმ პირობით, რომ სწორად იქნება მითითებული ორიგინალი ნაშრომის წყარო.
3. CC BY 4.0 ლიცენზიის დეტალები:
-
ნაშრომის გამოყენების, კოპირების, გავრცელებისა და ადაპტირების ნებართვა გაცემულია იმ პირობით, რომ მოხდეს სათანადო მითითება, გათვალისწინებულ იქნეს ბმული ლიცენზიაზე და მითითებული იყოს, თუ რა ცვლილებები განხორციელდა.